ტერაქტს 6 ავღანელი პოლიციელი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 14.03.2018
- 10:32
სულ მცირე ექვსი ავღანელი პოლიციელი დაიღუპა გილმენდის პროვინციაში ძლიერი აფეთქების შედეგად. დაჭრილია კიდევ ათი ადამიანი.
წინასწარი მონაცემებით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოახდინა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. ინციდენტის დეტალები დგინდება.