primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

მთავრობამ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

  • პოლიტიკა
  • 14.03.2018
  • 13:21
მთავრობამ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მთავრობამ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ აღსრულების პროცესის კიდევ მეტი ეფექტურობისათვის, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს მულტიდისციპლინური ჯგუფის ფარგლებში შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. კანონპროექტი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა.

კანონპროექტის მიზანია კოდექსის ზოგიერთი ნორმა დაზუსტდეს, კიდევ უფრო მოქნილი გახდეს და კოდექსი უკეთ შეუსაბამოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

კანონპროექტის თანახმად, უფასო იურიდიული დახმარების მიღებას, ბრალდებულის გარდა, მსჯავრდებული არასრულწლოვანიც შეძლებს; არასრულწლოვან მოწმეს და გამოსაკითხ პირს ექნება უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობა ძალადობრივი დანაშაულის შემთხვევაშიც − დღემდე ეს შესაძლებლობა მხოლოდ გადახდისუუნარობისას მოქმედებდა; ზუსტდება არასრულწლოვნის უფლება, რომ მის მიმართ საპროცესო მოქმედება მხოლოდ არასრულწლოვნების მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულმა პირებმა განახორციელონ იმ საქმეზეც, სადაც იგი მოწმედ მონაწილეობს სრულწლოვანი პირის პროცესში; დეტალურად განისაზღვრება, რა შემთხვევებში გამოიყენება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მატერიალური და საპროცესო ნორმები; კერძოდ, იმ პირის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, როგორც არასრულწლოვანმა, და შემდეგ გახდა სრულწლოვანი, გამოიყენება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმები და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“. ასევე, თუ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის დაწყებისას პირი იყო არასრულწლოვანი და პროცესის დასრულებამდე გახდა სრულწლოვანი, მის მიმართ პროცესის იმ ეტაპიდან, როცა ის სრულწლოვანი გახდა, გამოიყენება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები. კოდექსის ყველა  მუხლში, სადაც ფსიქოლოგის ჩართულობა  გათვალისწინებულია, კონკრეტდება პროცესში ფსიქოლოგის ჩართვის წესი და მისი ფუნქციები; ზუსტდება ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები − ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადება და გათვალისწინება სავალდებულო გახდება იმ შემთხვევაშიც, როცა საქმე აკმაყოფილებს განრიდების საკანონმდებლო კრიტერიუმებს, თუმცა, პროკურორი არ იღებს გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის განრიდების თაობაზე. კანონპროექტით იცვლება, აგრეთვე, ცალკეული პროცესუალური საკითხი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ზედმეტი გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად. 

ცვლილებები „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში“ მულტიდისციპლინური ჯგუფის ფარგლებში მომზადდა, რომელიც გაერო-ს ბავშვთა ფონდის ინიციატივით 2017 წლის ზაფხულში შეიქმნა და მართლმსაჯულების პროცესში ჩართულ უწყებებს აერთიანებს. მის მუშაობაში მონაწილეობდნენ იუსტიციის, შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულების, განათლების, ჯანდაცვის სამინისტროების, აგრეთვე,  პროკურატურის, საერთო სასამართლოების, იურიდიული დახმარების სამსახურის, ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
  • 12:11
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge