მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ ქვეყნად ფინეთი დასახელდა
- მსოფლიო
- 14.03.2018
- 14:03
გაეროს მოხსენების თანახმად, ფინეთი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ქვეყნად დასახელდა.
The World Happiness Report-ის მოხსენებაში შეფასებულია 156 ქვეყანა, სადაც გათვალისწინებულია შემდეგი მაჩვენებლები: სიცოცხლის ხანგრძლივობა, სოციალური მხარდაჭერა, კორუფცია და სხვა.
„ფინეთმა პირველად დაიკავა პირველი ადგილი მოცემულ ანგარიშში. ნორვეგია, რომელიც გასულ წელს ლიდერობდა, მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა“, - ნათქვამია გაეროს მოხსენებაში.
საუკეთესო ათეულში შევიდნენ დანია, ისლანდია, შვეიცარია, ნიდერლანდები, კანადა, ახალი ზელანდია, შვედეთი და ავსტრალია.