ირანული ავიაკომპანია ქალი პილოტების მიღებას გეგმავს
- მსოფლიო
- 14.03.2018
- 15:42
მსხვილმა ირანულმა ავიაკომპანია Iran Air-მა სამსახურში ქალი პილოტების აყვანა გადაწყვიტა. ამის შესახებ ირანული გაზეთი Tehran Times-ი წერს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს თანამშრომლებს შორის იყვნენ ქალი პილოტები“, - განაცხადა ავიახაზების დირექტორმა ფარზანე შარაფბაფიმ.
ყოველ წელს Iran Air-ის ხელმძღვანელობა ვაკანსიებს აცხადებს, წელს აქცენტი გაკეთებული იქნება ქალების მიღებაზე პილოტების რანგში.
ამ დროისათვის კომპანიის თანამშრომელთა 16 პროცენტს ქალები შეადგენენ.