png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ პუტინს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარი გაიყვანოს - ტერეზა მეი

  • მსოფლიო
  • 15.03.2018
  • 09:48
ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ პუტინს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარი გაიყვანოს - ტერეზა მეი

მინდა დავადასტურო, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა მუდმივად მოუწოდებს პუტინის ადმინისტრაციას, გაიყვანოს ჯარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტში რუსეთის შესახებ გამართული დებატების შემდეგ, ერთ-ერთი გამომსვლელის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გამომსვლელმა ტერეზა მეის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი შეახსენა და მოუწოდა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთხელ აღიაროს.

"ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით რუსეთის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, შეიარაღებული ძალები გაიყვანოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან", - უპასუხა მეიმ.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთი „სკრიპალის საქმესთან“ დაკავშირებით 23 რუს დიპლომატს გაიწვევს, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლონდონი შეაჩერებს ყველა ორმხრივ კონტაქტს რუსეთთან, ხოლო მაღალჩინოსნები და სამეფო ოჯახის წევრები არ დაესწრებიან რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს.

შეგახსენებთ, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლის ფაქტი გასულ კვირას მოხდა. ორშაბათს ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ინცინდენტში ჩართულია რუსეთი. მისი თქმით, სკრიპალზე იმოქმედეს ნერვო-პარალიზებული ნივთიერებით, რომელსაც რუსეთში აწარმოებენ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge