ფლორიდაში ამერიკული მოიერიშე ჩამოვარდა - ორივე პილოტი დაიღუპა
- მსოფლიო
- 15.03.2018
- 10:00
ფლორიდის შტატის სანაპიროსთან ჩამოვარდნილი ამერიკული მოიერიშე F/A-18-ის ორივე პილოტი დაიღუპა.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების მოიერიშე კი უესტის რაიონში ჩამოვარდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შედეგად პილოტების ცხედრებს მიაგნეს.