პაკისტანში ტერაქტს 9 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 15.03.2018
- 10:33
პაკისტანის ქალაქ ლახორში მომხდარი აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 პოლიციელია.
გავრცელებული ცნობით, აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც საკონტროლო-გამშვებ პუნქტში გუშაგების შეცვლა მიმდინარეობდა.
ინციდენტის შედეგად, 25 ადამიანი დაშავდა, 13 მათგანი ძალოვანია.
პაკისტანში მოქმედ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არ აუღია. მიმდინარეობს გამოძიება.