გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს
- სამართალი
- 15.03.2018
- 10:35
გერმანიის ქალაქ პადერბორნში ქურდობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულები კარგად შემუშავებული სქემით მუშაობდნენ, რომლის მიხედვითაც 2 მათგანი ადგილობრივ სუპერმარკეტებში ქურდობდა., ქურდობის შემდეგ კი, ისინი ტერიტორიას ავტომანქანით ტოვებდნენ, რომელშიც მათ მესამე ეჭვმიტანილი ელოდებოდათ.
მედიის ინფორმაციით, ქართველების დაკავება გერმანიაში ქურდობის მორიგი მცდელობის დროს მოხდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200