ისრაელში დასვენება გაიაფდება
- ეკონომიკა
- 24.11.2015
- 18:30
ისრაელში დასვენება გაიაფდება. ისრაელის მთავრობა პირობას დებს, რომ ისრაელში დასვენება 20 %-ით გაიაფდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს.
ისრაელის ტურიზმისა და ფინანსთა სამინისტროებმა შეიმუშავეს სპეციალური გეგმა, რაც ქვეყანაში 5 წლის განმავლობაში დასვენებას 20%-ით გააიაფებს.
ტურიზმის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამა 10 წელზეა გათვლილი და ის სასტუმროების მშენებლობის ჩქარი ტემპით მშენებლობას, სასტუმრო ნომრების ზრდას და ტურისტულ ბაზარზე კონკურენციის ზრდას ითვალისწინებს. მთავრობა ვარაუდობს, რომ 5 წლის განმავლობაში 15000 სასტუმრო ნომერი გაჩნდება, ხოლო 10 წლის განმავლობაში კი -27 000 სასტუმრო ნომერი. კონკურენციის ზრდის ფონზე კი ფასები 20%-ით გაიაფდება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200