რუსეთი გვერდზე უნდა გადგეს და მოკეტოს - ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი
- მსოფლიო
- 15.03.2018
- 16:27
ლონდონი მოსკოვის რეაქციას ელოდება დიპლომატების გაძევებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გევინ უილიამსონმა განაცხადა.
„რას მოვიმოქმედებთ - დავაკვირდებით რუსეთი რა პასუხს გასცემს იმას, რაც ჩვენ გავაკეთეთ. სრულიად სასტიკი და აღმაშფოთებელი აქტია, რაც რუსეთმა სოსლბერიში მოაწყო. ჩვენ ამაზე ვუპასუხეთ. სიმართლე გითხრათ, რუსეთი გვერდზე უნდა გადგეს და მოკეტოს“, - განაცხადა უილიამსონმა ბრისტოლში სიტყვით გამოსვლისას.
უილიამსონმა ასევე აღნიშნა, რომ ლონდონი რუსეთის საპასუხო ნაბიჯებს გულდასმით შეაფასებს.
„მაგრამ არასწორი იქნება მათ პასუხს შეფასება ნაადრევად მივცეთ“, - დასძინა მან.