მეიმ, ტრამპმა, მერკელმა და მაკრონმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს
- მსოფლიო
- 15.03.2018
- 19:00
დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და სოლსბერის ინცინდენტი რუსეთის მხრიდან დიდი ბრიტანეთის სუვერენიტეტის დარღვევად შეაფასეს.
მათ მოუწოდეს რუსეთს, ბოლომდე გაამჟღავნონ ინფორმაცია ყოფილი ჯაშუშის მოწამვლისა და ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენების შესახებ.
„ჩვენ მოუწოდებთ რუსეთს გვიპასუხონ ყველა კითხვაზე, რაც სოლსბერის ინცინდენტს შეეხება. რუსეთი ვალდებულია წარადგინოს დეტალური ანგარიში ქიმიური ნივთიერების დამზადების პროგრამის შესახებ - ნათქვამია ოთხი ქვეყნის ლიდერთა განცხადებაში.
ბრიტანული მხარე ამტკიცებს, რომ ქიმიური ნივთიერება, რომელიც გამოყენებული იყო ყოფილი პოლკოვნიკისა და მისი ქალიშვილის წინააღმდეგ, რუსეთში იწარმოება.
შეგახსენებთ, რომ ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ განცხადება უკვე გააკეთა. დიდმა ბრიტანეთმა მიიღო გადაწყვეტილება 23 რუსი დიპლომატის ბრიტანეთიდან გაწვევის და ყველა სახის ორმხრივი ურთიერთობის უმაღლეს დონეზე შეჩერების შესახებ.