ერაყში ამერიკული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს
- მსოფლიო
- 16.03.2018
- 09:57
ერაყში ამერიკული საჰაერო ხომალდი ჩამოვარდა.
CNN-ის ცნობით, აშშ-ის სამხედრო ვერტმფრენი სირიის საზღვართან ჩამოვარდა. ბორტზე შვიდი ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ვერტმფრენი HH-60 Black Hawk-ი ჩამოაგდეს.
HH-60 Black Hawk-ი მრავალფუნქციური მოდიფიკაციის ვერტმფრენია, რომელიც ძირითადად სამხედროების სამედიცინო ევაკუაციისთვის გამოიყენება.
ტელეარხ ABC-ის ცნობით, ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ 2014 წელს დაწყებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ ამერიკული ვერტმფრენის კატასტროფის პირველი შემთხვევაა.
დღეისათვის ერაყში 5 200 ამერიკელი სამხედრო იმყოფება, რომლებიც ერაყის არმიას და უსაფრთხოების ძალებს ტერორისტებთან ბრძოლაში ეხმარებიან.