მაიამიში ხიდის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა
- მსოფლიო
- 16.03.2018
- 10:46
მაიამიში, ფლორიდის შტატში, ფეხითმოსიარულეთა ხიდის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა, ოთხი ადამიანი გარდაიცვლა, ხოლო 10 კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაცია euronews-მა გაავრცელა.
გუშინ, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, ფეხითმოსიარულეთა ხიდი ჩაინგრა. ხიდი საავტომობილო გზის თავზე იყო აშენებული.
გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.