კიოლნში მატარებლების შეჯახების შედეგად 43 ადამიანი დაშავდა
- მსოფლიო
- 16.03.2018
- 12:53
გერმანიის ქალაქ კიოლნში ორი საქალაქო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, დაშავდა 43 ადამიანი.
სამედიცინო დახმარება 15 მათგანს დასჭირდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციის ცნობით, ერთ-ერთი მემანქანე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.