გუდაურში დაშავებულების დასახმარებლად თბილისიდან რეანომობილები მიემართებიან - ჯანდაცვის სამინისტრო
- საზოგადოება
- 16.03.2018
- 13:23
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუდაურში საბაგიროს მყწობრიდან გამოსვლის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულების დასახმარებლად თბილისიდან რეანომობილები მიემართებიან.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ 10-მდე პირი კალათების ვარდნის შედეგად დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს პირველადი დახმარება გუდაურში არსებულ ამბულატორიაში ჩაუტარეს. წინასწარი ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
შეგახსენებთ, გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა.