მაიამიში საფეხმავლო ხიდის ჩანგრევის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა
- მსოფლიო
- 16.03.2018
- 14:23
მაიამიში საფეხმავლო ხიდის ჩანგრევის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა.
გუშინ, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, საფეხმავლო ხიდი ჩაინგრა. ხიდი საავტომობილო გზის თავზე იყო აშენებული.
გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.