png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სს „გალტ & თაგარტმა“ „საქსო ბანკთან“ ერთად მომხმარებელს ონლაინტრეიდინგის პლატფორმა შეთავაზა

  • ეკონომიკა
  • 25.11.2015
  • 17:16
სს „გალტ & თაგარტმა“ „საქსო ბანკთან“ ერთად მომხმარებელს ონლაინტრეიდინგის პლატფორმა შეთავაზა

სს „გალტ & თაგარტმა“ („გალტ & თაგარტი“) დღეს ონლაინტრეიდინგის პლატფორმა, G&T TRADER-ი (“ჯითი ტრეიდერი”) წარადგინა. აღნიშნული პლათფორმა „გალტ & თაგარტსა“ და Saxo Bank-ს („საქსო ბანკი“) შორის საქართველოში ე.წ. White Labeling-ის ექსკლუზიური პარტნიორობის შედეგად შეიქმნა, რომელიც რეგიონში ამგვარი თანამშრომლობის პირველი შემთხვევაა.

„გალტ & თაგარტი“ საქმიან ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, G&T TRADER-ის პლათფორმით აღმოაჩინონ საკუთარ თავში ტრეიდერი და ჰქონდეთ წვდომა გლობალურ ფინანსურ ბაზრებთან. „გალტ & თაგარტის“ კლიენტები სწორედ G&T TRADER-ის საშუალებით, ყოველგვარი ფიზიკური შუამავლის გარეშე, ონლაინ რეჟიმში სწრაფად და უსაფრთხოდ განახორციელებენ გლობალურ ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტიციებს და ივაჭრებენ წამყვანი კორპორაციების ფასიანი ქაღალდებით. G&T TRADER-ი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს დღე-ღამის ნებისმიერ დროს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ლეპტოპის, პლანშეტის ან სმარტფონის საშუალებით ონლაინრეჟიმში მართოს საკუთარი ანგარიშები. G&T TRADER-ის საშუალებით მომხმარებელი ივაჭრებს სხვადასხვა საინვესტიციო ინსტრუმენტებით: აქციები, ობლიგაციები, FOREX, CFD, ფიუჩერსები, ოფციონები.

G&T TRADER-ით სარგებლობისათვის კლიენტს საბროკერო ანგარიშის გახსნა შეუძლია, როგორც „გალტ & თაგარტში“, ასევე SOLO ლაუნჯში, SOLO და პირადი ბანკირების მეშვეობით. დამატებით, ბანკირები მომხმარებელს საბროკერო ანგარიშის გახსნასთან ერთად, კონსულტაციას გაუწევენ G&T TRADER პლათფორმით სარგებლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის და SOLO მომხმარებელს, შესაძლებლობა აქვს ბანკირის მეშვეობით მართოს, როგორც საბანკო, ასევე საბროკერო ანგარიშები და აქტივები. „გალტ & თაგარტი“ მსურველ კლიენტს საშუალებას აძლევს, ისარგებლოს ერთთვიანი უფასო დემო ანგარიშით და საკუთარ თავზე გამოსცადოს G&T TRADER პლატფორმის შესაძლებლობები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge