ქარელში ავტოავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 4 კი, დაშავდა
- სამართალი
- 16.03.2018
- 23:33
ქარელის რაიონის სოფელ კეხიჯვართან ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანია.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200