რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია
- მსოფლიო
- 18.03.2018
- 11:36
რუსეთში დღეს ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევენ. საარჩევნო უბნები მთელი რუსეთის მასშტაბით დილის 09:00 საათზე გაიხსნა. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით ხმის მიცემის უფლება ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ სულ 110 მილიონზე მეტ ამომრჩეველს აქვს.
ქვეყნის ლიდერის პოსტზე პრეტენზიას 8 კანდიდატი აცხადებს, მათ შორის არის ვლადიმერ პუტინი და ეჭვიც არავის ეპარება, რომ საპრეზიდენტო სავარძელს სწორედ ის დაიკავებს კიდევ ერთი ვადით.