primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
16 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

საია სათხილამურო ტრასაზე გარდაცვილ სალომე ტატიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

  • სამართალი
  • 19.03.2018
  • 11:37
საია სათხილამურო ტრასაზე გარდაცვილ სალომე ტატიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გუდაურის სათხილამურო ტრასაზე გარდაცვლილ 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე გარდაცვლილი 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმეზე პირველი სხდომა იმართება. 2016 წლის 10 იანვარს 12 წლის სალომე, დებთან, სპორტ-სკოლის მწვრთნელთან და სხვა მოსწავლეებთან ერთად სრიალებდა, რა დროსაც ზურგიდან შეეჯახა გიორგი ლიპარტელიანი. შეჯახების შედეგად სალომე ადგილზე გარდაიცვალა. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია,თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 29 დეკემბერს მიღებული განაჩენით ბრალდებული გაამართლა.

აღნიშნულ საქმეში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) დაზარალებული მხარის ინტერესებს გამოძიების ეტაპიდან იცავს. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვამდე, გვსურს, მოკლედ შევაჯამოთ ის სამართლებრივი პრობლემები, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენში იკვეთება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში განვითარებული მსჯელობა გაუფრთხილებლობითჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით ქმნის საშიშ პრეცედენტს და ფაქტობრივად თვითიმედოვნებით ჩადენილდანაშაულს დაუსჯელს ტოვებს. სასამართლო მსჯელობა არ არის დამაჯერებელი და რიგ შემთხვევებშიუსაფუძვლოა.

პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენი ძირითადად დაეფუძნა შემდეგ არგუმენტებს:

- არ არსებობს სათხილამურო კურორტებზე სრიალისთვის დადგენილი წესები, მათ შორის სიჩქარის ლიმიტი, რომლითაც უნდა სრიალებდეს პირი;

- თხილამურებით სრიალი ექსტრემალური სპორტია და თავისთავში მოიცავს ტრავმის მაღალ რისკს;

- არსებობს ეჭვი იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა ფეხი წამოკრა ქვას ან გზად შეექმნა სხვა რაიმე წინაღობა, რომელმაც გამოიწვია თხილამურის მიმართულების შეცვლა და შესაძლოა შეჯახება;

- არსებობს ეჭვი იმის შესახებ, რომ თავად გარდაცვლილი გოგონას სრიალის მანერა და ტრაექტორია გახდა შედეგის გამოწვევის საფუძველი.

ის ფაქტი, რომ არ არსებობს თხილამურებით სრიალთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებულირეგულაციები, არ ათავისუფლებს პირს ვალდებულებისგან, გამოიჩინოს წინდახედულობა და გადაადგილდესთავისთვის და სხვისთვის უსაფრთხოდ. წესები, რომელთა დარღვევაც საფუძვლად ედება გაუფრთხილებელ დანაშაულს, შეიძლება იყოს როგორც დაწერილი, ისე დაუწერელი, რომლებიც გამომდინარეობს ზოგადი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან და მათი დაცვა, ევალება თითოეულ ადამიანს.

მოსამართლის მსჯელობა, თხილამურებით სრიალის ექსტრემალურ სპორტად მიჩნევასთან დაკავშირებით, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული და არ ეყრდნობა რაიმე  სტანდარტსა თუ გამოცდილებას. გაკვალულ და სპეციალურად დამუშავებულ ტრასაზე, თხილამურებით სრიალი არ წარმოადგენს ექსტრემალურ სპორტს და არ შეიცავს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკებს.

ეჭვები, რომლებიც ფაქტობრივად გამამართლებელ განაჩენს დაედო საფუძვლად, არ ემყარება რაიმე გონივრულსაფუძველსა თუ მტკიცებულებას, არამედ არის მხოლდ მოსამართლის მოსაზრებები და ვარაუდები მოვლენათაშესაძლო სხვაგვარი განვითარების თაობაზე. მნიშვნელოვანია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას, რაც გულისხმობს იმას, რომ უარყოფილ იყოს არა ბუნებაში არსებული ყველა სახის ეჭვი, არამედ კონკრეტული საფუძვლითა და მტკიცებულებით გამყარებული ეჭვი. მოსამართლე ჰიპოთეტურად მსჯელობს ბრალდებულისთვის შექმნილი წინაღობის შესახებ, რომელსაც შეეძლო თხილამურების ტრაექტორიის შეცვლა და შეჯახების გამოწვევა. ასეთი ეჭვი, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ თეორიულ მსჯელობას, რაც არ შეიძლება გახდეს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.  

მოსამართლე ასევე ეჭვებს გამოთქვამს თავად სალომე ტატიშვილის მოძრაობის ტრაექტორიაზე, როგორც შეჯახების მაპროვოცირებელი ფაქტორზე. არაერთი მოწმე განმარტავს, რომ სალომე წესების სრული დაცვით, საშუალოსიჩქარითა და დიდი მოხვევებით გადაადგილდებოდა ტრასაზე, მაშინ როცა ბრალდებული, ნასვამ მდგომარეობაში, პირდაპირი დაშვებით და დიდი სიჩქარით სრიალებდა. იმ ვითარებაში, როდესაც არაერთი მოწმის მიერ დადგენილ გარემოებას წარმოადგენს სალომეს სრიალის სტილი და მანერა, ასევე მისი ცოდნა და მომზადების დონე,  გაუგებარია, რა საფუძვლით ვარაუდობს მოსამართლე, რომ სწორედ სალომეს სრიალმა შეუწყო ხელი შედეგის დადგომას, თანაც იმგვარად, რომ ბრალდებულისთვის შედეგის თავიდან არიდება შეუძლებელი გამხდარიყო. გასათვალისწინებელია, რომ თხილამურებით სრიალი მოთხილამურისგან სწორედ ისეთი სიჩქარის და სტილის შერჩევას მოითხოვს, რომელიც უსაფრთხო იქნება წინ მიმავალი მოთხილამურეებისთვის. ასევე მოწმეთა ჩვენებებით ცალსახად დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს იყო კარგი ხილვადობა, ტრასაზე დიდი მანძილიდანაც ადვილად იყო შესაძლებელი მოთხილამურეების ტრაექტორიის გარჩევა, შემთხვევის ადგილას ტრასა იყო სკამადო განიერი.

იმედს ვიტოვებთ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით წამოჭრილ კითხვის ნიშნებსსააპელაციო სასამართლო სათანადოდ გასცემს პასუხს და  მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოიტანსდასაბუთებულ გადაწყვეტილებას.  აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და საქმეს ერთი მოსამართლის ნაცვლად სამი მოსამართლე განიხილავს. აღნიშნული მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს დაზარალებულმაც მიმართა“, - ნათქვამიას საია-ს განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge