თურქეთში უძრავი ქონების ფასი მზარდია
- ეკონომიკა
- 25.11.2015
- 17:40
თურქეთში უძრავი ქონების ფასი მზარდია. როგორც თურქული ტელევიზიის ინფორმაციით, ოქტომბერში ქვეყნის მასშტაბით 104 ათასი სახლი გაიყიდა. ეს ყველაფერი კი ნიშნავს იმას, რომ ოქტომბერში თურქეთში 8 -ით მეტი უძრავი ქონება გაიყიდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
უფრო მეტი სახლი სტამბულში გაიყიდა - 19 ათასი. მეორე ადგილზეა ანკარა, ხოლო მესამეზე - იზმირი. როგორც სტატისტიკური ინფორმაციიდან ირკვევა, 50 ათასი სახლი პირველად ბაზარზე გაიყიდა, ხოლო 54 ათასი სახლის გადაყიდვა მოხდა. ოქტომბერში 2 236 სახლი უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა შეიძინეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200