png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

რატომ არის საშიში მაკიაჟის მოსაშორებელი ხელსახოცები?

  • ეს საინტერესოა
  • 19.03.2018
  • 15:17
რატომ არის საშიში მაკიაჟის მოსაშორებელი ხელსახოცები?

მაკიაჟის მოსაშორებელი ხელსახოცები ყველაზე მარტივი საშუალებაა ყოველდღიური საღამოს პროცედურებისთვის. თუმცა ექსპერტები ამ ხელსახოცების მოყვარულებს აფრთხილებენ, კარგად დაფიქრდნენ ვიდრე საპნის ან მინერალური წყლის ნაცვლად მათ გამოიყენებდნენ.

როგორც აღმოჩნდა, ასეთი ხელსახოცები იშვიათად უმკლავდებიან თავიანთ ამოცანას.

უმეტესად ხელსახოცი სახეზე მთელი დღის დაგროვებულ ბაქტერიებს ავრცელებს.

ხელსახოცი კანს სიკეთის ნაცვლად ზიანს აყენებს. მან შესაძლოა გამოიწვიოს გაღიზიანება, აკნე და შესაძლოა, ნაადრევი დაბერების მიზეზიც გახდეს.

სპეციალისტებმა მთავარი პრობლემები დაასახელეს, რომლებსაც სახის წმენდის ასეთი საშუალებები იწვევენ.

ექსპრტების თქმით, მაკიაჟის მოსაშორებელი ხელსახოცი კანზე ტოვებს ტონალური კრემის, პარფიუმერიისა და ჭუჭყის ნარჩენებს.

ამ მიზეზით მისი გამოყენება ყოველდღე დაუშვებელია.

ხელსახოცის გამოყენება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს შეიძლება, მაგალითად შვებულების ან ოფისში ყოფნის დროს.

ამის გარდა ეს ხელსახოცები კანზე ქიმიური შემადგენლობის ნარჩენებსაც ტოვებენ, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გაღიზიანება და ალერგიული რეაქციის მიზეზიც გახდეს.

სპეციალისტების აზრით, ასეთი ხელსახოცი შესაძლოა გამოშრობის მიზეზიც გახდეს და კანის საფარის ბალანსის დარღვევაც გამოიწვიოს, რადგან ასეთი საშუალება გაჟღენთილია დიდი რაოდენობით სპირტით.

მაკიაჟის მოსაშორებელმა ხელსახოცმა შესაძლოა დაარღვიოს კანის დამცავი ფენა, რომელიც მას ტენიანობის დაკარგვისა და  ჭუჭყისგან იცავს.

BeautyFix Medspa-ს აღმასრულებელი დირექტორის ოდრი მატნის თქმით, ხელსახოცები შეიცავს პროპილენგლიკოლს - ქიმიკატს, რომელიც საეჭვო დამატენიანებელ თვისებებს ატარებს.

მან შესაძლოა გამოიწვიოს პროცესი, რომელიც კანის ნაადრევ დაბერებამდე და ჰიპერპიგმენტაციამდე მიგიყვანოთ. ასეთი ქსოვილები კანს ღმად ვერ წმენდს, და ადამიანები სახეზე ჭუჭყის ნარჩენებთ იძინებენ.

როგორ გამოვიყენოთ სწორად სახის ხელსახოცები?

პირველ რიგში ის მავნე ჩვევად არ უნდა გადაგექცეთ - გამოიყენეთ მხოლოდ საგანგებო სიტუაციებში.

მეორე -  ასეთი ხელსახოცები კარგი ვარიანტია ტუჩსაცხის ან ტუშის მოსაშორებლად, მაგრამ არა ტონალური კრემის. ამ შემთხვევაში ტონალური კრემის მოცილების ნაცვლად მას მთელს სახეზე შეიზელთ.

მესამე - გაიწმინდეთ ხელსახოცებით სახე ცენტრიდან კიდეების მიმართულებით და არა წრიული მოძრაოებებით.

მეოთხე - ხელსახოცების გამოყენების შემდეგ სახე ტონიკით გაიწმნიდეთ, რათა კოსმეტიკური საშუალებების ნარჩენები მოიშოროთ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge