png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

სასამართლომ დის მკვლელობაში ბრალდებულს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

  • სამართალი
  • 19.03.2018
  • 15:21
სასამართლომ დის მკვლელობაში ბრალდებულს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის ბრალდებულს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლოს ინფორმაციით, წარდგენილი ბრალის თანახმად, ვ. მ.-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.

"საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 5 ივლისს, თბილისში, საცხოვრებელ სახლში, უსიამოვნო საუბრით განაწყენებულმა 1940 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა უმწეო მდგომარეობაში მყოფ დას, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გადაადგილდებოდა, ხის ჯოხისა და სახრახნისის გამოყენებით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ხარისხის დაზიანებები. მიყენებული მრავლობითი ტრავმების შედეგად, 2017 წლის 12 ივლისს დაზარალებული გარდაიცვალა.

სასამართლომ სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია ბრალდებულის მხრიდან, ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. სასამართლომ, ბრალდებულს ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge