png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დევდარიანთან დაკავშირებით, ზოგიერთი შემთხვევა სექსუალური შევიწროება იყო, ზოგიც სისხლის სამართლის დანაშაული - ბაია პატარაია

  • კომენტარები
  • 19.03.2018
  • 16:41
დევდარიანთან დაკავშირებით, ზოგიერთი შემთხვევა სექსუალური შევიწროება იყო, ზოგიც სისხლის სამართლის დანაშაული - ბაია პატარაია

გუშინ შევხვდი იმ ქალებს, რომლებიც ზვიად დევდარიანს ძალადობაში ადანაშაულობენ, სრულიად განადგურებული ვარ იმით, რაც მოვისმინე: ზოგიერთ შემთხვევა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სექსუალური შევიწროებაა, ხოლო ზოგიერთ შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაული, - ამის შესახებ "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

ბაია პატარაია ყველა იმ ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლია და რომელსაც გულში იმედი ჩაუქრა, როცა იფიქრა, რომ ის მათ მეგობრებზე წინ არ დააყენებდა, ბოდიშს უხდის.

"ძალადობის ბევრი მსხვერპლი მინახავს და ჩემთვის ძალიან ნაცნობია მათი ტანჯვა, სირცხვილი, ცრემლები...

მე მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლია და რომელსაც გულში იმედი ჩაუქრა, როცა იფიქრა, რომ მე მათ ჩემ მეგობრებზე წინ არ დავაყენებდი. მე ყოველთვის დავგმობ ძალადობას, ვინც არ უნდა ჩაიდინოს ის, და ყოველთვის ვიქნები ჩაგრულის გვერდით. და თუ ვინმეს ამაში ეჭვი შეეპარა, ესე იგი მე სათანადოდ ვერ გამოვხატე ჩემი სათქმელი.

მინდა ყველამ გაიგოს, რომ უმეტესობა ჩვენგანი ზვიადის ვიცნობდით, როგორც ქალებში მოტანტალე კაცს, რომელიც ყველა მეორე გოგოს ეტორღიალება; მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით, რომ ის ბოროტად იყენებდა საკუთარ სამსახურეობრივ ძალაუფლებას და რიგ შემთხვევაში ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა ქალებზე. მე პატივს ვცემ ყველა ადამიანის სექსუალურ თავისუფლებას, მაგრამ ქალების შევიწროებას და ძალადობას ვერ შევეგუები.

გაჩნდა კითხვებიც: რაღა ახლა წამოიწყო ქალთა მოძრაობამ ეს კამპანია? სად იყავით აქამდე? ზოგს ისიც კი ჰგონია, რომ ეს კამპანია საზმაუს ბორდის კონკურსს უკავშირდება. მინდა იცოდეთ, რომ ქალებმა საკუთარი რეალური ამბები ქალთა მოძრაობის ჯგუფში მხოლოდ ორი დღის წინ მოყვნენ. ზვიადის შესაძლო კარიერულმა წინსვლამ აალაპარაკა მსხვერპლი ქალები - გვეყო მოძალადე კაცები მაღალ და საპასუხისმგებლო თანამდებობებზე.

მე კონკურსს პირველი გამოვეთიშე სწორედ იმის დასამტკიცებლად, რომ საზმაუს კონკურსი კავშირში არ არის ზვიად დევდარიანის მხილებასთან ქალთა მოძრაობის მიერ. ვერავინ იტყვის, რომ ქალთა მოძრაობამ კონკურენტი ჩამოიშორა, რადგან მე კონკურსში აღარ ვმონაწილეობ და არავის კონკურენტი არა ვარ.

სამწუხაროდ, დღეს ძალიან ბევრი მოძალადე კაცია თანამდებობის პირი, იმედია ყველას გამოააშკარავებენ ქალები. მანამდე კი ქალთა მოძრაობის ბრძოლა სამართლებრივ ჭრილში გადაინაცვლებს. ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ მზადდება საჩივრები “საფარის”, საიას და PHR-ის დახმარებით.

ქალებო, ამოიღეთ ხმა, თქვენ არა ხართ მარტო!", - წერს ბაია.

ცნობისთვის, 17 მარტს „ტაბულამ“ 4 ქალის ისტორია გამოაქვეყნა, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაცია CIDA-ს დირექტორს და საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა საბჭოს კანდიდატად წარდგენილ ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

ისტორიების გამოქვეყნებამდე დევდარიანი სექსუალურ ძალადობაში ქალთა მოძრაობამ დაადანაშაულა და სახალხო დამცველს პარლამენტიდან მისი კანდიდატურის გამოწვევა სთხოვა. 

დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა კონკურსს თავად გამოეთიშა, რასაც სახალხო დამცველი მიესალმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge