უპილოტო ავტომობილი ქალს დაეჯახა და მოკლა
- მსოფლიო
- 20.03.2018
- 12:00
კომპანია Uber-ის უპილოტო ავტომობილი ქალს დაეჯახა და მოკლა. ინციდენტი ამერიკის არიზონას შტატის ქლაქ ტემპეში მოხდა.
როგორც The New York Times-ი წერს, ავარიის დროს ავტომობილის სალონში მძღოლი იმყოფებოდა, თუმცა სატრანსპორტო საშუალება ავტომატურ რეჟიმში მუშაობდა.
მომხდარის გამო Uber-ის ხელმძღვანელობამ უპილოტო ავტომობილების გამოცდა შეაჩერა ტემპეში, ტორონტოში, სან-ფრანცისკოსა და პიტსბურგში. ამის გარდა კომპანია გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.