კალიფორნიაში ავტომობილმა ქვეითებს გადაურა
- მსოფლიო
- 20.03.2018
- 12:56
კალიფორნიის შტატში პიკაპის ტიპის ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა. ტელეარხ CBS-ის ცნობით, დაშავდა სულ მცირე ოთხი ადამიანი.
გავრცელებული ცნობით, ავარია პარამაუნტის უფროსკლასელთა სკოლასთან მოხდა. ხელისუფლების განცხადებით, ყველა დაშავებული სტუდენტია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
პოლიცია მომხდარის გარემოებებს სწავლობს.