სროლა მერილენდის სკოლაში - ვრცელდება ინფორმაცია უამრავი დაშავებულის შესახებ
- მსოფლიო
- 20.03.2018
- 16:57
ამერიკის მერილენდის შტატის სკოლაში სროლა მოხდა. ამის შესახებ ტელეარხი NBC იტყობინება. მისი ინფორმაციით, ბევრი ადამიანი დაშავდა.
სენტ-მერის ოლქის შერიფის ოფისმა Twitter-ის მეშვეობით გრეიტ-მილსის სკოლაში მომხდარი ინციდენტი დაადასტურა და მშობლებს სთხოვა ბავშვები სასწავლო დაწესებულებაში არ გაეშვათ. მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.