ცუკერბერგი ბრიტანეთის პარლამენტში დაიბარეს
- მსოფლიო
- 20.03.2018
- 20:33
ამერიკული სოციალური ქსელის, Facebook-ის დამფუძნებელი, მილიარდერი მარკ ცუკერბერგი დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო კომიტეტმა Cambridge Analitica-ისთვის ფეისბუკის მომხმარებელთა პირადი მონაცემების გამჟღავნების საკითხზე დაიბარა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან მომუშავე ფირმამ Cambridge Analitica-მ უკანონოდ მიიღო Facebook-ის 50 მლნ მომხმარებლის მონაცემები.
მიღებული მონაცემების საფუძველზე მკვლევარები აფასებდნენ ამომრჩევლების პოლიტიკურ სიმპატიებს და აჩვენებდნენ რეკლამებს, რომლებიც მათთვის საინტერესო უნდა ყოფილიყო.
მასაჩუსეტის შტატის გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო Facebook--სა და კომპანია Cambridge Analytica-ს მიმართ.