ქაბულში ტერაქტს 26 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 21.03.2018
- 12:31
ქაბულში ტერაქტის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უნივერსიტეტთან ახლოს აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც მოსახლეობა ნავრუზის დღესასწაულს აღნიშნავდა.
წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა.
შემთხვევის ადგილი უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა დაიკავეს.