png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

პოლიტიკური პარტიები „რუსთავი 2“-თან მომხდარ ფაქტზე დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვენ

  • სამართალი
  • 21.03.2018
  • 12:40
პოლიტიკური პარტიები „რუსთავი 2“-თან მომხდარ ფაქტზე დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვენ

10 პოლიტიკური პარტია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებით პოლიტიკური პარტიები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მოახდინოს უმკაცრესი რეაგირება ჟურნალისტებზე თავდისხმის ფაქტზე და კანონის სრული დაცვით დაისაჯონ დამნაშავეები.

"ჩვენ, განცხადებაზე ხელის მომწერი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ვეხმიანებით ტელეკომპანია რუსთავი2-ის ჟურნალისტებზე ე.წ. ,,ქართული მარშის“ წევრებისა სხვადასხვა რელიგიური ექსტრემისტრების მხრიდან(მათ შორის მართმადიდებელ მშობელთა კავშირი) 19 მარტს განხორციელებულ თავდასხმას და კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, აგრეთვე, ჟურნალისტთა დაშინება და მათთვის საქმიანობაში ხელის შეშლა.

რეალურად რუსეთის სპეც.სამსახურების მხრიდან პირდაპირ თუ ირიბად მართული „რუსული მარშის“ წარმომადგენლები ამ ქმედებებით ბრძოლას უცხადებენ არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ, დამოუკიდებელ მედიასაშუალებას, არამედ, ქართულ სახელმწიფოსაც, რომლის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია ხსენებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი. 
ტელეკომპანიის ჟურნალისტისათვის მიყენებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგრეთვე, მისთვის უკანონოდ, ძალადობის გზით გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, ადასტურებს, რომ ძალადობის აქციის ორგანიზატორებს და მათ უკან მდგომ ძალებს სურთ ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია და მათთვის მისაღებია ყველა აზრის თუ პოზიციის მხოლოდ ძალისმიერი გზით აღკვეთა.

ამ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო და არის ზოგადად ხელისუფლების და მისი ცალკეული წარმომადგენლების მყარი და ურყევი პოზიცია, რომელიც დაადასტურებდა მათ ერთგულებას ღირებულებებისადმი. სამწუხაროდ, ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები, საკუთარი ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადებებით, არათუ ემიჯნებიან ძალადობას, არამედ, რუსეთიდან მართულ ჯგუფებს აქეზებენ დამატებითი აგრესიის განხორციელებისათვის. 

ჩვენ, ქვემორე განხადებაზე ხელის მომწერი პარტიების წარმომადგენლები, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ მან მკაცრად შეაფასოს ნებისმიერი ამგვარი ძალადობრივი აქტი და თავად პირველ რიგში დადგეს კანონის სადარაჯოზე.

აღნიშნული ფაქტი არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირი შეზღუდვა და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედია - საშუალების, მისი ჟურნალისტების დაშინებასა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლას.

ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები მივმართავთ ხელისუფლებას და მოვითხოვთ: მოახდინოს უმკაცრესი რეაგირება ჟურნალისტებზე თავდისხმის ფაქტზე და კანონის სრული დაცვით დაისაჯონ დამნაშავეები", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

ახალი საქართველო

ევროპელი დემოკრატები

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

თავისუფალი დემოკრატები

ლეიბორისტული პარტია

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის

რესპუბლიკური პარტია

სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge