ტეხასელი თავდამსხმელი სპეცოპერაციის დროს მოკლეს
- მსოფლიო
- 21.03.2018
- 13:45
აშშ-ში სპეცოპერაციის დროს ტეხასიი აფეთქებების შემსრულებელი მოკლეს. როგორც ცნობილია, ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში ბოლო სამი კვირის განმავლობაში ექვსი აფეთქება მოხდა, რომლებსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
CBS News-ის ცნობით, თავდამსხმელი მას შემდეგ მოკლეს, რაც ფედერალურ ტრასასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა.
შემთხვევის ადგილზე გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები მუშაობენ.