png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

მამაკაცს, რომელიც ცოლზე სისტემატურად, მათ შორის ორსულობის დროსაც ძალადობდა, 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

  • სამართალი
  • 21.03.2018
  • 14:26
მამაკაცს, რომელიც ცოლზე სისტემატურად, მათ შორის ორსულობის დროსაც ძალადობდა, 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურის მიერ სისტემატური ოჯახური ძალადობის ფაქტზე რ.ბ. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 11 ნაწილით და მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ), - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ვინაიდან რ.ბ. დღემდე თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, 2018 წლის 20 მარტს მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება. მათვე ცნობით, საქართველოს პროკურატურამ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს რ.ბ. - ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის მაისიდან - 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, ყაჩაღობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რ.ბ. მეუღლეს მ.მ.-ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, სცემდა და მის მიმართ ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობას, რაც დაზარალებულის ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ რ.ბ. მეუღლის მიმართ ძალადობას, მისი ორსულად ყოფნის პერიოდშიც ახორციელებდა.

ვინაიდან რ.ბ. დღემდე თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, 2018 წლის 20 მარტს მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება. საქართველოს პროკურატურამ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს რ.ბ. - ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება", - აღნიშნავენ პროკურატურაში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge