ავსტრალიის სანაპიროსთან ვერტმფრენი ჩამოვარდა - არიან დაღუპულები
- მსოფლიო
- 21.03.2018
- 16:41
ავსტრალიის სანაპიროსთან ვერტმფრენი ჩამოვარდა. დაიღუპა ორი ადამიანი, სამი კი დაშავდა.
ტელეარხ 9News-ის ცნობით, ვერტმფრენი კუნძულ ჰამილტონთან ზღვაში ჩავარდა. ბორტზე ოთხი მგზავრი და ერთი პილოტი იმყოფებოდა.
კომპანია Whitsunday Air Services-ი, რომელსაც ვერტმფრენი ეკუთვნოდა, აცხადებს, რომ კატასტროფა იმ დროს მოხდა, როდესაც ვერტმფრენი დაშვებისთვის ემზადებოდა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდარის გამოძიება დაიწყო.