primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

ხვალ, თბილისს ბელარუსის პრეზიდენტი ეწვევა

  • პოლიტიკა
  • 21.03.2018
  • 17:58
ხვალ, თბილისს ბელარუსის პრეზიდენტი ეწვევა

თბილისს ხვალ ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დელეგაციასთან ერთად ეწვევა.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ბელარუსის დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან, მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას კი, მედიას განცხადებების სახით წარუდგენენ.
ვიზიტის ფარგლებში შედგება ერთობლივ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია, რომელიც საქართველოს და ბელარუსის რამდენიმე სახელმწიფო უწყებას შორის გაფორმდება, მათ შორის ხელი მოეწერება თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს - საქართველოს ეროვნულ საპარლამენტო ბიბლიოთეკასა და  ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის; შეთანხმებას - ქალაქ რუსთავსა და ქალაქ ჟოდინოს შორის, რეგიონთაშორისი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას - იმერეთის რეგიონსა და გომელის ოლქს შორის; მემორანდუმს - საქართველოს "საპარტნიორო ფონდსა" და "ბელარუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკს" შორის; საბანკო ზედამხედველობის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმს - საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ ბანკს შორის; მემორანდუმს - საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ ბანკს შორის; უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარების პროგრამას საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის; „საგზაო რუკას" ჯანდაცვისა და სამედიცინო მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის რეალიზაციის თაობაზე შეთანხმებას - საქართველოს შრომის, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს შორის; განზრახულობათა ოქმს თანამშრომლობის თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შორის; შეთანხმებას მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის;
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ილია მეორესთან.
ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის პერიოდში, თბილისში მინსკის დღეები და საქართველო -ბელარუსის ბიზნესფორუმი 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
  • 12:11
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge