სწორი ტერმინი არის ქალი - არანაირი ქალბატონი და არანაირი მანდილოსანი - ხათუნა გოგორიშვილი
- პოლიტიკა
- 22.03.2018
- 10:27
სწორი ტერმინი არის ქალი - არანაირი ქალბატონი და არანაირი მანდილოსანი!, - ამ განცხადებით "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მან კოლეგებს მოუწოდა, გამოიყენონ სწორი ტერმინი - ქალი.
აქვე, ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემაში გენდერული კვოტირების ამოქმედება ქართული ნოუ-ჰაუ არ იქნება და მსგავსი სისტემა სხვა ქვეყნებშიც მუშაობს.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით “საარჩევნო კოდექსში“ ინიცირებული ცვლილებების განხილვა დაიწყო.