ჰონკონგში ყოველი მეშვიდე მოქალაქე მილიონერია
- მსოფლიო
- 22.03.2018
- 10:54
ბანკ Citibank-ის კვლევის თანახმად, 2017 წელს ჰონკონგის მცხოვრებთა შორის მილიონერების რაოდენობა 15 პროცენტით - ერთი მილიონი ადამიანით გაიზარდა.
სპეციალისტებმა კვლევა გასული წლის ნოემბერში ჩაატარეს. მილიონერების სიაში მოხვდნენ მოქალაქეები, რომლებიც ფლობდნენ ლიკვიდურ აქტივებს - ანაბრებს, საერთო ფონდებს, ობლიგაციებს 1 მლნ-ზე მეტი ჰონკონგური დოლარის ოდენობით.
ასეთ ფინანასურ წინსვლას ექპერტები 2017 წელს ბირჟაზე კოტირებებისა და უძრავი ქონების ზრდით ხსნიან.
Citibank-ი ასევე აღნიშნავს, რომ ჰონკონგოელების ასეთი კეთილდღეობის წყარო მათი მაღალი ხელფასებია.