primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

როცა ქალი ამბობს, არ მინდა, ნუ მეხები, ნუ მხვდები - ეს აბსოლუტურად ცხადი მესიჯია -რუსუდან გოცირიძე

  • საზოგადოება
  • 22.03.2018
  • 10:56
როცა ქალი ამბობს, არ მინდა, ნუ მეხები, ნუ მხვდები -  ეს აბსოლუტურად ცხადი მესიჯია -რუსუდან გოცირიძე

ჩვენ - ქალები იმ კულტურაში გავიზარდეთ, სადაც ქუჩაში დასტვენა და უხამსი სიტყვების მოძახება ძალიან პატარა ასაკიდან, ძალიან ხშირად ხდებოდა და კარგად ვიცოდით, გარეთ გასვლა რომელ საათზე შეიძლებოდა და რომელზე არა, – ამის შესახებ ევანგელურ–ბაპტისტურიეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ეს ყველაფერი იგივე მასშტაბით აღარ ხდება, მაგრამ პრობლემები არ შემცირებულა.

„მაგალითად, ტრანსპორტში გოგონების შევიწროების ამბები დღემდე ხდება. ერთ–ერთიისტორია დღეს დილით წავიკითხე. ავტობუსში გოგონამ ასაკიან მამაკაცს ორი–სამჯერ უთხრა, თუ შეიძლება, ხელი გააჩერეთო, მაგრამ მამაკაცი მაინც არ გაჩერდა და გოგონამ ხმამაღლა ყვირილი დაიწყო. შედეგად, ამ კაცისგან გინება მიიღო და გარდა ამისა, ქალიან–კაციანად, მთელი ავტობუსი უზრდელ გოგონას ლანძღავდა, რომელმაც ასაკიან მამაკაცს შეურაცხყოფა მიაყენა. მას მხოლოდ ორი ქალი გამოესარჩლა“, – განაცხადა გოცირიძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ თუ უზენაესი ფასეულობა რეპუტაციაა, მაშინ ქალებს შეგვიძლია ვუთხრათ, ხმა არ ამოიღონ, რადგან ამით მათი რეპუტაციაც შეილახება და მოძალადისაც.

მისივე თქმით, გოგონების შევიწროების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება არასამართლიანია.

„ცოტა ხნის წინ, როცა 15 წლის გოგონას ამბავი გამჟღავნდა, რომელსაც სკოლის მანდატური, თუ თანამშრომელი, 40 წლის კაცი სექსუალურად ავიწროებდა, ლაპარაკი იყო იმაზე, რომ თურმე, 15 წლის გოგონა ძალიან აღვირახსნილი იყო და 40 წლის საწყალი კაცი აცდუნა“, – აღნიშნა გოცირიძემ, რომელმაც აქვე დასძინა, რომ შეურაცხმყოფელია სტერეოტიპებზე აგებული მითები, რომ თითქოს, არავინ იცის, ქალებს რა სურთ და როცა ქალი არა–ს ამბობს, ეს კი–ს ნიშნავს.

„როცა ადამიანი არა–ს ამბობს, ეს არას ნიშნავს და როცა ხო–სამბობს, ხო–ს. ეს სახარებისეულიც არის. როცა ქალი ამბობს, არ მინდა, ნუ მეუბნები, ნუ მიგზავნი, ნუ მეხები, ნუ მხვდები და ა.შ, ეს აბსოლუტურად ცხადი მესიჯია, არც თუ ისე ძნელი გასარკვევია და ზღვარი სწორედ აქ გადის“, – განაცხადა რუსუდან გოცირიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge