ბარზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა
- მსოფლიო
- 22.03.2018
- 13:20
სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა მექსიკაში ბარზე მომხდარი თავდასხმის შედეგად.
ინციდენტი პურისიმა-დელ- რინკონის მუნიციპალიტეტში მოხდა. შეიარაღებული ჯგუფი დაწესებულებაში, სადაც მამლების ბრძოლა იმართებოდა, შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.
მედიის ცნობით, საავადმყოფოში 16 დაჭრილი გადაიყვანეს, დანარჩენებს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. მომხდარის მიზეზები არ სახელდება.