თურქეთში მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა
- მსოფლიო
- 23.03.2018
- 11:22
თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავი F-16 ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ჩამოვარდა. დაიღუპა პილოტი. ამის შეახებ თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა.
შტაბის წარმომადგენელთა თქმით, კატასტროფის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყო საძიებო-სამაშველო სამუშაოები, რომლის დროსაც თვითმფრინავის ნამსხვრევებსა და პილოტის ცხედარს მიაგნეს.
ინციდენტი ნევშეჰირის პროვინციაში სასწავლო ფრენის დროს მოხდა.