png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

პროკურატურა სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს

  • სამართალი
  • 24.03.2018
  • 19:42
პროკურატურა სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე,  სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე დაკავებული იქნენ სასტუმრო „ლეოგრანდის“ ტექნიკური მენეჯერი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფ.ი. და ამავე სასტუმროს ტექნიკური საწყობის პასუხისმგებელი პირი - საქართველოს მოქალაქე გ.მ.

გამოძიებით დადგინდა, რომ სასტუმრო „ლეოგრანდის“ ტექნიკურმა მენეჯერმა, ფ.ი. - მ და ტექნიკური საწყობის პასუხისმგებელმა პირმა, გ.მ. - მ არ შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობა - სასტუმრო  „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა. კერძოდ, სასტუმრო „ლეოგრანდის“ შენობის მე - 4 სართულზე განთავსებულ ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში,  სადაც ასევე განთავსებული იყო ვენტილაციის სისტემები, წყლის მიწოდების დანადგარები, გამათბობლები, ელექტრო კარადები და სხვადასხვა ხელსაწყოები, გ.მ. - მ სახანძრო უსაფრთხოების ნორმების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ დაასაწყობა წვადი, მათ შორის ადვილად აალებადი მასალები და ნივთიერებები,  რამაც განაპირობა 2017 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00  საათზე, ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში  გაჩენილი ხანძრის სწრაფად გაძლიერება და სასტუმროში ძლიერი დაკვამლიანების წარმოქმნა. ძლიერი დაკვამლიანების შენობაში გავრცელებას ასევე ხელი შეუწყო უსაფრთხოების ნორმების არარსებობამ. ამასთან შენობა არ იყო აღჭურვილი გამართული ავტომატური სახანძრო და კვამლმაუწყი სიგნალიზაციით, რაც  ფ.ი. - ს პასუხისმგებლობას წარმოადგენდა. სასტუმროს მე-5 და მე-6 სართულებზე განთავსებულ აუზსა და სპა სალონში, ხანძრით გამოწვეული ძლიერი დაკვამლიანების გამო, ნახშირჟანგით (CO) გამოწვეული მწვავე ინტოქსიკაციით გარდაიცვალა 11 პირი, ხოლო  19 პირმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

 ფ.ი. - ს და გ.მ. - ს ბრალდება წარედგინათ საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით (სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე  ბათუმის საქალაქო სასამართლოს ფ.ი.- ს და გ.მ. - სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge