primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

საქართველო მეათედ "დედამიწის საათს" აღნიშნავს

  • საზოგადოება
  • 24.03.2018
  • 19:56
 საქართველო მეათედ "დედამიწის საათს" აღნიშნავს

„დაუკავშირდი დედამიწას“   - „დედამიწის საათის“ მეთერთმეტე  რაუნდი მსოფლიოში 2018 წლის 24 მარტს აღინიშნა.  ადგილობრივი დროით, საღამოს 20:30 საათიდან, კამპანია მთელ დედამიწას მოიცავს. ეს მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით, ველოტური და გარბენი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა პროფესიონალმა და მოყვარულმა ველომრბოლელებმა მიიღეს. გარბენში გომოვლენილ 6 გამარჯვებულს (3 ქალი, 3 მამაკაცი) სამინისტროსა და აქციის ორგანიზატორებისგან სპეციალური პრიზები  გადაეცათ ხოლო, პირველ ადგილზე გასულებს თინათინ პაპუაშვილსა და გიორგი შეკრელიძეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა  „რონიუს პუნქტუას“ მაჯის საათები და წითელი ნუსხით დაცული სახეობების ნერგები გადასცა.

ღონისძიება ქალაქ თბილისის მერიის,  კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) და ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC) და კომპანია „ვისოლის“  მხარდაჭერით გაიმართა. 

ღონისძიების მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ. ამ დღეს მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობები "დედამიწის საათის" დადგომისას კიდევ ერთხელ ჩაბნელდებიან და მისი მხარდამჭერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლიმატის ცვლილების შესაცვლელ მხარდამჭერ აქციას შეუერთდებიან.

20:30 საათიდან, ერთი საათის განმავლობაში შუქები ჩაქვრება  -  საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობაში, პრეზიდენტის რეზიდენციაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროსა და სხვა სამინისტროების შენობებში;  გაეროს სახლში, საქართველოს პარლამენტის შენობაში, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, მშვიდობის ხიდზე,  აღმაშენებლის გამზირზე - თამარ მეფის გამზირიდან პასტერის ქუჩამდე,  კარგარეთელისა და ბაქოს ქუჩებს შორის, მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარ ბრიუკენის მოედნამდე. მარჯანიშვილის მოედანზე, მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე,  ვარდების ბაღში, ახალ აღმაშენებელზე.

ასევე გამოირთვება  საჯარო რეესტრის შენობის, მეჩეთის,  ნარიყალას,  საპატრიარქოს შენობის, მეტეხის ხიდის, ზემო და ქვემო ბეთლემის,  ფერიცვალების ეკლესიის,  ტელეანძის, ქართლის დედის  და თავისუფლების მოედანზე მდებარე წმინდა გიორგის მონუმენტის მინათება. შუქები ჩაქვრება ბალნეოლოგიური კურორტის, წითელი ჯვრის შენობაში,  დედაენის ბაღში  და სხვა კერძო ორგანიზაციებში.

აქციის ფარგელბში, თბილისის სატელევიზიო ანძა მთელი ღამის განმავლობაში მწვანედ განათდება. კამპანია "ერთი საათის ფარგლებს" უკვე გასცდა და მიზნად ცხოვრების წესად დამკვიდრებას ისახავს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge