საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა
- საზოგადოება
- 26.03.2018
- 11:26
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 – 27 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +19, +24, აღმოსავლთ საქართველოს ბარში +14, +19 გრადუსია მოსალოდნელი.
ქ. თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +16, +18 გრადუსი იქნება.