png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ღვინის შესახებ გადაღებულმა ქართულმა ფილმმა, ჰოლივუდის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე გაიმარჯვა

  • კულტურა
  • 26.03.2018
  • 15:04
ღვინის შესახებ გადაღებულმა ქართულმა ფილმმა, ჰოლივუდის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე გაიმარჯვა

ქართულმა ფილმმა „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ – Prime Meridian of Wine, რომლის რეჟისორიც ნანა ჯორჯაძეა, „ჰოლივუდის დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე“ - Hollywood International Independent Documentary Awards - ექვს ნომინაციაში გაიმარჯვა. ფილმი მოგვითხრობს ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და მისი ტრადიციების შესახებ და ღვინის, როგორც კულტურული ფასეულობის როლზე მსოფლიოში. ფილმის დაჯილდოება  24 მარტს ჰოლივუდში გაიმართა. „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ გამარჯვებული გახდა ნომინაციებში: “საუკეთესო უცხოური ფილმი”, “საუკეთესო პროდიუსერი“ - შალვა ხეცურიანი,  „საუკეთესო სცენარის ავტორი“ - თამარ ბართაია,  „საუკეთესო რეჟისორი“ - ნანა ჯორჯაძე, „საუკეთესო დამდგმელი ოპერატორი“ - მიხეილ კვირიკაძე და „როლის საუკეთესო შემსრულებელი“ - რევაზ ხეცურიანი.

ფილმმა „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“, უკვე მოიპოვა რამდენიმე ჯილდო საერთაშრისო ფესტივალებზე: ესპანეთი, ღვინის საერთაშორისო კინოფესტივალი MOST 2016 – „ წლის საუკეთესო საერთაშორისო ფილმი“, საფრანგეთი - ღვინის კინოფესტივალი - OENOVIDEO,  "ჟიურის სპეციალური პრიზი - წლის საუკეთესო ენოლოგიურმი ფილმისთვის“, კალიფორნია - Wine Country Film Festival  – “საუკეთესო რეჟისორი“. ფილმი ასევე ნომინირებული იყო ეინდჰოვების კინოფესტივალზე - DOCfeed, ლონდონის ფესტივალზე - Independent Film Awards, Los Angeles Independent Films Award, მელბურნის ფესტივალზე - Phoenix Film Festival და სხვა.

ფილმის პრემიერა თბილისში, 19 ივნისს “სომელიეთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური ასამბლეის“ ფარგლებში გაიმართება.

ფილმი გადაღებულია „საქართველოს სომელიეთა ასოციაციის“ მიერ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და „მარანი ხეცურიანი”-ის ფინანსური მხარდაჭერით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge