png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას სემეკში გაივლიან

  • საზოგადოება
  • 26.03.2018
  • 16:06
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას სემეკში გაივლიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის, წყალმომარაგება-წყალარინების, ეკონომიკისა და იურიდიული სპეციალობებისბაკალავრის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები, უახლოეს მომავალში, საჭიროთეორიული თუ პრაქტიკულიუნარ-ჩვევების დაუფლება-განვითარებასა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებშიცნობიერების ამაღლებასსაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიაში (სემეკ) სტაჟირებით შეძლებენ. 

ტექნიკური უნივერსიტეტი აღნიშნული მიზნის მიღწევას სემეკთან კოოპერაციით გეგმავს.ორივე მხარის მზაობათანამშრომლობის შესახებ, დღეს, სტუ-სა და სემეკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით გამყარდა. დოკუმენტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა დასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ მოაწერეს ხელი. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ მარეგულირებელი კომისიის წევრები, სტუ-ის შესაბამისი ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სუდენტები.

მემორანდუმის ფარგლებშიმხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: ხელი შეუწყონ სტუ-ის სტუდენტებს სემეკში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის  გავლაში, ასევე, კვალიფიკაციის ამაღლებაში; დაეხმარებიან უნივერსიტეტის თანამშრომლებს, სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროებში კვლევების ჩასატარებლად საჭირო ინფორმაციისა და ლიტერატურის მოძიება-გაცნობაში; მხარეები ითანამშრომლებენ სხვადასხვა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საკითხთან დაკავშირებული ერთობლივი პროექტების მოსამზადებლად, ერთობლივი კონფერენციებისა და სამეცნიერო ფორუმების მოსაწყობად.

„სემეკი, როგორც რეგულატორი, აერთიანებს უმსხვილეს სექტორებს - ენერგეტიკას, ბუნებრივ გაზს, წყალმომარაგებას, წყალარინებას. შესაბამისად, მემორანდუმი მოიცავს საკითხების ძალიან ფართო სპექტრს. მემორანდუმის ამოქმედება, პირველ რიგში, დიდად წაადგება ჩვენს სტუდენტებს, რადგან ჩნდება მნიშვნელოვანი ობიექტი, სადაც სტუდენტები შეძლებენსტაჟირების გავლასა და კვალიფიკაციის ამაღლებას. თანამშრომლობა მომხიბლავია კვლევის კუთხითაც -სტუ-ის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები ერთობლივი კვლევების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის სპეციალისტების ექსპერტული ჩართულობა იმ საპასუხისმგებლო საქმეში, რასაც მარეგულირებელი კომისია ახორციელებს და ორივე მხარისთვის ასევე მნიშვნელოვანია დარგობრივი სამართლის განვითარება, ახალი სტანდარტების შემუშავება და ახალი ტიპის კვლევების ჩატარება იმ მიზნით, რომ შესაბამისი ტექნოლოგიური უზრუნველყოფა მივიღოთ. თანამშრომლობისთვის არეალი საკმაოდ ფართოა და საინტერესო, იმის გათვალისწინებით, რომ სტუ-ს გამოყენებითი ტიპის მკვლევარები ჰყავს და ყოველთვის უნდა ვეძებოთ ობიექტი, სადაც ჩვენი ცოდნის გამოყენებას შევძლებთ“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა.

 „ტექნიკური უნივერსიტეტი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია მარეგულირებელი კომისიისთვის. კომისია მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს უნივერსიტეტთან, ამდენად, აღნიშნული მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანია ჩვენთვის. საკითხთა სპექტრი ძალიან ფართოა და  უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა კომისიათან თანამშრომლობაორმხრივად მნიშვნელოვანია. სემეკი მრავალმხრივი და საინტერესო ორგანიზაცია არმოჩნდება სტუ-ის სტუდენტებისთვის, რადგან აქედან შესაძლებელიამთელი სექტორის დანახვა, დარგის რეგულირება კიუმნიშვნელოვანესი საქმეა. მემორანდუმის ფორმატში კომისიის კარი მუდმივად იქნება ღია უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. სასიხარულოა, რომ კომისასთან თანამშრომლობის სურვილი სტუ-ის ეკონომიკისა და იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებმაც გამოთქვეს“, - აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
  • 07:54
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
  • 07:53
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge