primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

ქალთა საკითხზე, განსაკუთრებით შევიწროვების და ძალადობის მიმართულებით, კანონში მეტი სიცხადის შეტანაა საჭირო - ჩუგოშვილი

  • პოლიტიკა
  • 26.03.2018
  • 16:48
ქალთა საკითხზე, განსაკუთრებით შევიწროვების და ძალადობის მიმართულებით, კანონში მეტი სიცხადის შეტანაა საჭირო - ჩუგოშვილი

ქალთა თემებზე, განსაკუთრებით კი შევიწროვების და ძალადობის მიმართულებით, მეც ვფიქრობ, კანონის ჩანაწერებში მეტი სიცხადის შემოტანაა საჭირო, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში უფრო მკაფიო ჩანაწერებია და საჯარო მოხელეები უფრო დაცულები არიან, ვიდრე სხვა ადამიანები, რომლებიც კერძო სივრცეში საქმიანობენ.

„ქალთა თემებზე, განსაკუთრებით კი შევიწროვების და ძალადობის მიმართულებით, მეც ვფიქრობ, კანონის ჩანაწერებში მეტი სიცხადის შემოტანაა საჭირო. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში უფრო მკაფიო ჩანაწერებია და საჯარო მოხელეები უფრო დაცულები არიან, ვიდრე სხვა ადამიანები, რომლებიც კერძო სივრცეში საქმიანობენ. შემოსული იყო მოქალაქეების პეტიცია, რომელიც განიხილა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, მოიწონა და გადმოაგზავნა გენდერული თანასწორობის საბჭოში. ჩვენ ამ თემაზე ვმუშაობთ. საკითხი იურიდიული თვალსაზრისით მარტივი არ არის. უახლოეს დღეებში, არასამთავრობო და ქალთა თემებზე მომუშავე ორგანიზაციებთან გვექნება შეხვედრა კონსულტაციის მიზნით, რომ სწორად ჩამოვყალიბდეთ ნორმის შინაარსზე. ვერ გეტყვით პარლამენტში ამ თემას როგორი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ პირადად მე, ასევე გენდერული თანასწორობის საბჭოს მიაჩნია, რომ კანონს ნამდვილად სჭირდება დაზუსტება და შესაბამისად, არც თუ შორეულ მომავალში შესაბამისი ცვლილებების ინიციატივაც იქნება“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
  • 12:11
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge