primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

ქალების მხრებზე გადაიარა ქვეყნის ძნელბედობის წლებმა და მათი ხელით იქნება ქვეყნის წარმატებული მომავალიც - კალაძე

  • პოლიტიკა
  • 27.03.2018
  • 12:52
ქალების მხრებზე გადაიარა ქვეყნის ძნელბედობის წლებმა და მათი ხელით იქნება ქვეყნის წარმატებული მომავალიც - კალაძე

თანამედროვე საქართველოს მოქალაქე ქალი არის ოჯახსა და საჯარო სივრცეში ერთნაირად რეალიზებული პიროვნება, მათ მხრებზე გადაიარა ქვეყნის ძნელბედობის წლებმა, და მათი ხელით იქნება ქვეყნის წარმატებული მომავალიც, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ქალთა განვითარების კვირეულის“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სწორი მიდგომებით, პროგრესული იდეებით, ერთმანეთის ხელშეწყობით, შევძლებთ იდეალური სახელმწიფოს შექმნას, სადაც ქალისა და მამაკაცის თვითრეალიზება მათი უნარების, ცოდნისა და თვისებების გამო მოხდება და არა სქესობრივი კუთვნილების მიხედვით,

„ყველა ვაცნობიერებთ, რომ დღევანდელი რეალობა არ არის იდეალური და ისეთი, როგორიც ჩვენ გვსურს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ბოლო წლებში, ამ რეალობის სრულყოფამდე მისაყვანად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

უკვე ღიად ვსაუბრობთ ქალების ქმედით მონაწილეობაზე ბიზნესსა თუ პოლიტიკაში, ქალების მონაწილეობაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც მთავარია, ქალების დაცულობაზე შევიწროებისა და ძალადობისგან.

ათწლეულებით ჩამოყალიბებული ტაბუს მოხსნა საჭირბოროტო თემიდან, მზაობა და მოტივაცია, რომ სრულყოფამდე და იდეალამდე მივიდეთ, კარგი სტიმულია არა მარტო ქალებისთვის, ადგილი დაიმკვიდრონ ქვეყნისთვის საჭირო პოზიციებზე, არამედ ჩვენთვის, მამაკაცებისთვისაც, ვიყოთ ღირსეული მონაწილეები და ამ პროცესის ​ხელშემწყობები.

ჩვენი საზოგადოება ფორმირების პროცესშია. სწორი მიდგომებით, პროგრესული იდეებით, ერთმანეთის ხელშეწყობით, ჩვენ მოვახერხებთ იმ იდეალური სახელმწიფოს შექმნას, სადაც იქნება თანასწორი უფლებები, სადაც იქნება ხელშეწყობილი ქალების ჩართულობა კერძო თუ საჯარო საქმიანობაში, სადაც ქალისა და მამაკაცის თვითრეალიზაცია, მათი უნარების, ცოდნისა და თვისებების გამო მოხდება და არა სქესობრივი კუთვნილების მიხედვით.

თანამედროვე საქართველოს მოქალაქე ქალი არის ოჯახსა და საჯარო სივრცეში ერთნაირად რეალიზებული პიროვნება. მათ მხრებზე გადაიარა ქვეყნის ძნელბედობის წლებმა, და მათი ხელით იქნება ქვეყნის წარმატებული მომავალიც“, – განაცხადა კახა კალაძე.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
  • 12:11
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge