primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
16 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

მოწმის ჩვენებით, ვალერი გელაშვილის ცემისთვის სპეცრაზმელებს ჯილდოდ 500 დოლარი გადასცეს

  • სამართალი
  • 28.03.2018
  • 12:06
მოწმის ჩვენებით, ვალერი გელაშვილის ცემისთვის სპეცრაზმელებს ჯილდოდ 500 დოლარი გადასცეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მოწმე მამუკა ცინარიძის მიერ მიცემული ჩვენება გასაჯაროვდა. აღნიშნული შუამდგომლობა პროკურორებმა დააყენეს, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. 

პროკურორის განმარტებით, მამუკა ცინარიძემსაქართველო 2016 წელს დატოვა და მასთან ვერც ოჯახის წევრები და ვერც საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები დაკავშირებას ვერ ახერხებენ, დაუდგენელია მისი ადგილსამყოფელი და ამიტომ ამოწურულია სასამართლოს წინაშე წარდგენის ყველა შესაძლებლობა. შესაბამისად, ბრალდების მხარის შუამდგომლობას მოსამართლე დაეთანხმა.

ჩვენება, რომელშიც მამუკა ცინარიძე ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ფაქტს აღწერს, მან გამოძიებას 2014 წელს მისცა. ის ამბობს, რომ მოდულის შენობაში დაიბარეს, შემდგომ აცნობეს, რომ ოპერაციის ობიექტი იყო მამაკაცი, რომელიც ქალაქში დაცვასთან ერთად ჯავშნიანი ავტომანქანით მოძრაობდა. ცინარიძის ჩვენების მიხედვით, სპეცრაზმელები სამოქალაქო ფორმაში იყვნენ ჩაცმულები. მოწმის ჩვენების მიხედვით, გარკვეული პერიოდი სპეცრაზმელები ქალაქში გადაადგილდებოდნენ და მითითებებისამებრ იქცეოდნენ. მას შემდეგ, რაც გელაშვილის დაცვასა და ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება განახორციელეს,კვლავ მოდულის შენობაში დაიბარეს და ოთახში რამდენიმე ადამიანი დახვდათ, მათ შორის ერეკლე კოდუა. მოწმის თქმით, მაგიდაზე უცხოური ვალუტა იდო და თითოეულ სპეცრაზმელს 500 ამერიკული დოლარი გადასცეს ჯილდოს სახით, ასევე, ოპერაციის წარმატებით განხორციელებისთვის ერეკლე კოდუამ მათ მადლობაც გადაუხადა. მოწმე ამბობს, რომ ოპერაციას უშუალოდ ალექსანდრე ნაჭყებია ხელმძღვანელობდა და ბრძანებებსაც ის გასცემდა. ცინარიძე ამბობს, რომ სპეცრაზმელებს მხოლოდ ნიღბები ეკეთათ და მათი სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრობის იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის და მისი ცემის საქმეზე, ბრალი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ივანე მერაბიშვილს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილ უფროსს, გია სირაძეს 2014 წელს წაუყენეს. 

მიხეილ სააკაშვილს და ივანე მერაბიშვილს ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება, ერეკლე კოდუას და გია სირაძეს კი სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ყაჩაღობა ედებათ. 

​საქმე ორ ეპიზოდად გაიყო და ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობის საკითხი სასამართლოში ცალკე განიხილება.

წყარო: http://ghn.ge

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge