png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ყოფილი პროკურორის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე მისი ყოფილი მეუღლე და კიდევ ორი პირი პასუხისგებაში მისცეს

  • სამართალი
  • 29.03.2018
  • 16:16
ყოფილი პროკურორის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე მისი ყოფილი მეუღლე და კიდევ ორი პირი პასუხისგებაში მისცეს

ყოფილი პროკურორის მილენა მითაიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე მისი ყოფილი მეუღლე რივერა ბენდელიანი და კიდევ ორი პირი პასუხისგებაში მისცეს. 

ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

"საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის სოციალური ქსელის მეშვეობით უკანონოდ გავრცელების ფაქტზე  რ.ბ, ნ.ბ. და ი.ა. ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილით.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ბ.-მ თანაცხოვრების პერიოდში, მის მეუღლეს მ.მ.-ს ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ მობილური ტელეფონის საშუალებით უკანონოდ გადაუღო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო. მათ შორის წარმოშობილი ოჯახური კონფლიქტის პერიოდში, რ.ბ.-მ მისი მეუღლის დისკრედიტაციის მიზნით გადაწყვიტა ხსენებული ჩანაწერის სოციალურ ქსელ „ფეისბუქის" საშუალებით  გავრცელება, რაც გაანდო მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ი.ა.-ს, რომელმაც თავის მხრივ მის გავრცელებაში დახმარება აღუთქვა.  

2017 წლის 05 დეკემბერს, რ.ბ.-მ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" გაავრცელა ზემოხსენებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რაც ი.ა.-მ გავრცელების მიზნით 2017 წლის 6 დეკემბერს გააზიარა და ხსენებული ჩანაწერის აღწერილობისას მიუთითა მ.მ.-ს ღირსების შეურაცხმყოფელი ტექსტი. აღნიშნული ქმედებების შედეგად ჩანაწერი ასევე ხელმისაწვდომი გახდა ნ.ბ.-სთვის, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა მ.მ.-ს და რ.ბ.-ს საცხოვრებელ სახლში მათი მცირეწლოვანი შვილის ძიძად. ნ.ბ.-მ, რომელიც ასევე კონფლიქტურ სიტუაციაში იმყოფებოდა მ.მ-სთან, 2017 წლის 1 თებერვალს, გავრცელების მიზნით საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განათავსა ზემოხსენებული ვიდეოჩანაწერი.

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის სოციალურ ქსელში უკანონო გავრცელებამ გამოიწვია მ.მ.-ს პირადი ღირსების შეურაცხყოფა და  მიადგა მორალური ზიანი.

გამოძიების მიერ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების საფუძველზე,  ბრალდებულთა საცხოვრებელ ბინებში და ოფისში ვიდეომასალის აღმოჩენის მიზნით ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებული იქნა კომპიუტერული მონაცემების შემცველი საგნები. მათზე დანიშნული კომპიუტერული ექსპერტიზის შედეგად როგორც ი.ა.-ს, ისე ნ.ბ.-ს პერსონალურ კომპიუტერებში აღმოჩნდა ზემოხსენებული ვიდეომასალა.  ი.ა.-ს და რ.ბ-ს შორის განხორციელებული მიმოწერით დასტურდება მათი მხრიდან ვიდეოჩანაწერის გასავრცელებლად წინასწარი შეთანხმებისა და გარკვეული ღონისძიებების დაგეგმვის ფაქტი.

წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ  წლამდე ვადით ითვალისწინებს. საქმეზე გრძელდება გამოძიება", - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge