რუსთავში 22 წლის მამაკაცი დაჭრეს
- სამართალი
- 03.04.2018
- 11:14
რუსთავში, რესტორან "შარკთან" გვიან ღამით 22 წლის მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა, რომელიც რესტორანში დაიწყო.
მამაკაცს ჭრილობები გულმკერდისა და ხელის არეში აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 117-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, დაჭრილის მდგომარეობა მძიმე არ არის, შესაბამისად, შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს. მათივე ცნობით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავეც.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200