png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულებს 6 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

  • სამართალი
  • 04.04.2018
  • 14:04
სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულებს 6 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულები გ.ს. და კ.ს. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 1 ივლისს, დაახლოებით 05:00 საათზე, განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი კ.ს. და გ.ს. კასპის რაიონის სოფელ აღაიანში თავს დაესხნენ ო.ჩ.-ს, რა დროსაც გ.ს.-მ ყელზე დანა დაადო, ხოლო კ.ს.-მ ყელზე ხელები მოუჭირა და სახეში დაარტყა, შემდეგ კი სიცოცხლის მოსპობის მუქარით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ო.ჩ.-ს კუთვნილ თანხას 170 ლარის ოდენობით, 1200 ლარად ღირებულ „Huawei p9"-ის ფირმის მობილურ ტელეფონს დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა გ.ს. და კ.ს. 2017 წლის 1 ივლისს ქ.თბილისში, სოფელ დიღომში დააკავეს. გ.ს. ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), ხოლო კ.ს.-ს ასევე 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

გორის რაიონულმა სასამართლომ გ.ს. და კ.ს. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად გ.ს-ს 6 წლით, ხოლო კ.ს.-ს განაჩენთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთა 10 წლით განუსაზღვრა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge